03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
სავალუტო ფონდის მისია საქართველოშია

სავალუტო ფონდის მისია საქართველოშია. უცხოელი ეკონომისტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე ლარის კურსსა და ეკონომიკის გადარჩენის გზებზე იმსჯელებენ.

ვიზიტის დაწყების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ფონდიდან ახალი კრედიტის აღების შესაძლებლობაზე.

პირველ შეხვედრას სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბანკში მართავენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5 პროცენტის ნაცვლად, 2-2.5 პროცენტი იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ კრედიტის სავარაუდო მოცულობა არის 500 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„ჩვენ გვქონდა კვარტლის გეგმა, დაახლოებით 125 მილიონი ლარი. ორი თვის მონაცემებით, ველოდებით 90-დან 100 მილიონამდე, ანუ გადაჭარბებით სრულდება გეგმა. საუბარი არის დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც განვიხილავთ ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან ერთად. პროექტები თუ შეირჩევა, იქნება რამდენიმე პროექტი შერჩეული, წლის განმავლობაში დამატებითი პროექტები განხორციელდება,” -განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები