მიხეილ სააკაშვილმა აჭარის გათავისუფლების დღე სრულიად საქართველოს ამსტერდამიდან მიულოცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებაზე საუბრობს და მოსახლეობას უახლოეს მომავალში რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდება.
იმართვა სააკაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"2004 წლის 6 მაისს აჭარაში დასრულდა ფეოდალის ბოგინი, დასრულდა სეპარატისტული გადახრა, ჩაიშალა დღის გეგმები და გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველს გაერთაინებისკენ. ეს გააკეთეს თვითონ აჭარლებმა, ეს გააკეთა აჭარის ჩვეულებრივმა, მაგრამ ძალაინ განსაკუთრებულმა ხალხმა და მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი. ეს არის თქვენი დღესასწაული და სრულიად საქართველოს დღესასწაული. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა თქვენთვის მომელოცა არა ამსტერდამის ქუჩებიდან, არამედ ბათუმის ბულვარში ვყოფილიყავი ამ ველოსიპედით, მაგრამ არა უშავს, ეს დროც დადგება.
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის პროექტები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში წამოიწყო და "ქართული ოცნების" მმართველობის დროს შეჩერდა.
"ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში. ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს განვითარებას. ჩვენს დავუსვამთ წერტილს მევახშოკრატიას და ე.წ. სინამდვილეში ნამდვილი ბანკებიც არ არის, ნამდვილი მევახშეების დიქტატს და შეთქმულებას ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს გაჭირვებიდან. ჩვენ დავაბრუნებთ ტემპს ასევე ტურიზმის განვითარების, არა იმი უხარისხო ტურიზმის, რომელიც ახლაა, როცა ყველა წამოასკუპდა თავზე აჭარას და ყველა სარგებლობს აჭარლების გაჭირვებით,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
იგი განმარტავს, რომ ის დაბრუნდება საქართველოში და მისი გეგმების მიხედვით, აღადგენს და განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რომელიც დღემდე გაჩერერბულია.