მოსკოვის აქციაზე დაკავებული ალექსეი ნავალნი პოლიციის განყოფილებიდან დღეს დილით გაათავისუფლეს. სასამართლოს წინაშე ის 11 მაისს უნდა წარდგეს. ოპოზიციის ლიდერს ბრალად არასანქცირებული მიტინგის ორგანიზება და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედება. ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოუწოდა, თუმცა აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დაკავებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ათობით ქალაქში ათას 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს, მათ შორის ჟურნალისტებიც. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დაგმეს შეერთებულმა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა და რუსეთის ხელისუფლებას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.