20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
გაქცეული პრეზიდენტი-მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში მმართველ გუნდთან დაპირისპირების გამწვავების მიზეზი გახდა 

პრეზიდენტის ბოლო სიტყვით გამოსვლა პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის მისვლა საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდსა და ქვეყნის პირველ პირს შორის არსებული დაპირისპირების გამწვავების მორიგი მიზეზი გახდა. 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო, ასევე ყველამ სრული შემადგენლობით დაიწუნა ქვეყნის პირველი პირის ანგარიშიც. მას მინისტრებმა არაკომპეტენტური და უშინაარსო უწოდეს. პრეზიდენტს დაუწუნეს მოკლე გამოსვლაც, რომელიც 23-წუთიანი იყო.

მწვავე იყო სიტუაცია დარბაზშიც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა დებატების რეჟიმში გადასვლა მოითხოვა და თქვა, რომ მას საშუალება უნდა მიეცეს სიტყვით გამომსვლელებს უპასუხოს. ამის შედეგ პრეზიდენტმა დარბაზი დატოვა და პარლამენტის შენობაში დაელოდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ კი რეგლამენტის შეცვლაზე უარი თქვა და პრეზიდენტი სახლში გაისტუმრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ დებატები თავიდანვე შეთანხმებული იყო, თუმცა პარლამენტში ამის საშუალება გიორგი მარგველაშვილსა არ მიეცა.

მმართველმა გუნდმა კი პრეზიდენტი კანონის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა და მარგველაშვილის სატელევიზიო დებატებში დაიბარა, რასაც პრეზიდენტის უარი მოჰყვა.

დღის ამბები