კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციისთვის ბოლო სამზადისია. ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება და მას 5 ათასამდე სტუმარი დაესწრება.
ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებიდან იქნებიან იტალიის ყოფილი პრემიერ- მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, და სავარაუდოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერიც. წელს, ინაუგურაცია პრეზიდენტის კორტეჟის მოსკოვის ქუჩებში ტრადიციული მგზავრობის გარეშე ჩაივლის.
ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სათავეში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინოსტრის რანგში, უკვე ბოლო 18 წელია იმყოფება.