20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
აშშ-ს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა შესაძლოა ომის დასაწყისი გახდეს - ემანუელ მაკრონი

შეერთებული შტატების ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა შესაძლოა ომის დასაწყისი გახდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა ოფიციალურ თეირანთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაძლო გაუქმება პანდორას ყუთის გახსნას შეადარა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ომი არ სურს.

ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების შეწყვეტის შედეგად ახალი კონფლიქტის წარმოქმნას ვარაუდობს გერმანიის პრეზიდენტიც.

შეცდომას უწოდებს ვაშინგტონის მიერ შეთანხმების შესაძლო დატოვებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

დღის ამბები