20 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია ამოცანაა სკოლასა და განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემოს შექმნა - პრემიერი 

განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ პრემიერმა და განათლების მინისტრმა ახალ კანონპროექტებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აუცილებელია განხორციელდეს სასკოლო რეფორმა. გარდა ამისა, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებასა და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას სიღრმისეულად აქვს გაცნობიერებული რომ ქვეყნის განვითარება განათლება უზრუნველყოფს.

პრემიერის განცხადებით, იქმნება სისტემა, რომელიც გრძელვადიანად მორგებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია უმაღლესი სასწავლებლების განვითარებაზე მუშაობა.

„ვნერგავთ პროფესიული განათლების წარმატებულ მოდელს. შემუშავებულია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ევროპულ სივრცესთან დაახლოებას  და თავსებადობას უზრუნველყოფს. შემდეგი სასწავლო წლიდან იგეგმება ევროპულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა რაც საშუალებას მოგვცემს გაცვლითი პროგრამების განვითარებას“- აცხადებს პრემიერი.

რაც შეეხება სკოლას, პრემიერის ამბობს, რომ სკოლაში ბევრია სამუშაო და აუცილებელია თანამიმდევრული მოქმედება.

„უმნიშვნელოვანესია ამოცანაა სკოლასა და განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, უფრო ინტენსიურად მოხდება მშობლებისა და ფსიქოლოგების ჩართვა სასწავლო პროცესში“-განაცხადა პრემიერმა.

მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით 12 საფეხურიანი რეფორმა უკვე დაწყებულია. შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები