ვლადიმერ პუტინი დღეიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. კრემლში ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რომელიც ვლადიმერ პუტინისთვის რიგით მეოთხე იქნება. ის ქვეყნის სათავეში მომდევნო 6 წელი დარჩება.
ფიცის დადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მიმართა და ბოლო წლების მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება დღეს უფრო გახსნილია ხალხთან პირდაპირი დიალოგისთვის.
ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა ოპოზიციის მასშტაბური აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო "ის ჩვენი მეფე არ არის".
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მიტინგების დროს 1600 ამდე აქტივისტი დააკავეს.