„ოცნების“ კანდიდატი იქნება „ოცნების“ გუნდთან ერთად წარმოდგენილი და დღესდღეობით, არ მგონია, რომ არსებობდეს ქვეყანაში პარტია ან გუნდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ - ეს განცხადება, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა, საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასებისას გააკეთა.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე შეარჩია და განსახილველად ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა.
ენძელა მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს უპირატესობა ექნება და მას გიორგი მარგველაშვილი კონკურენციას ვერ გაუწევს.
„ოცნების“ კანდიდატი იქნება „ოცნების“ გუნდთან ერთად წარმოდგენილი და დღესდღეობით, არ მგონია, რომ არსებობდეს ქვეყანაში პარტია ან გუნდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, ასევე, იქნება მისი კანდიდატი. კანდიდატი მარტო ვერ გაიმარჯვებს, გუნდთან ერთად ის დაუმარცხებელი იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი არის ძლიერი კონკურენტი. როცა ჩვენ მოვუსმინეთ მარგველაშვილს, მე ვერ დავინახე, რომ მას ვინმე უჭერდა მხარს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის გარდა და ერთი ხმა ექნება გარანტირებული, ჩემი აზრით,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.