„არჩევნები ოქტომბერშია, ადრეა კანდიდატის დასახელება,“ - ეს განცხადება, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს სავარაუდოდ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაასახელებენ.
„გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და არჩევნებამდე თვენახევარი, 2 თვით ადრე იქნება ჩვენი მხრიდან დასახელებული კანდიდატი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
„კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად მართვას კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ.