ბათუმის მერია ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა - ეს განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ გააკეთა.
ქამადაძის თქმით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპები და სიპები საჯარო ინფორმაციას სათანადოდ არ გასცემენ.
საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს მაგალითად ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ და ,,ბათუმის წყალი“ მოჰყავს და ამბობს, რომ გამოთხოვილ ინფორმაციაში მხოლოდ კოდებია მითითებული.
მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებს აჩენს.
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერს საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
მირდატ ქამადაძის განცხადებებს უპასუხეს ბათუმის მერიაში. უწყებაში აცხადებენ, რომ ფრაქციის სხდომაზე მერის მიწვევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მიმართვა ამ დრომდე არ შესულა.