„კონსულტაციებში მე პირადად არ ვარ ჩართული,“ - ეს განცხადება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
სოზარ სუბარის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში ექსპრემიერი და პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირადად იქნება ჩართული.
სუბარი ამბობს, რომ არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელიც "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.
„მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში, მე პირადად, არ ვარ ჩართული. არ იქნება არცერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.