გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.
„მიმდინარეობს მიწისქვეშა პარკინგის სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 150 მანქანაზე იქნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს ეს ძირითადი სამუშაოები და მეორე ეტაპი იქნება უკვე ეზოებში შესვლა და მათი კეთილმოწყობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. სარეაბილიტაციო -სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მიმდინარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.
პროექტის ბიუჯეტი 55 მილიონი ლარია, სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2018 წლის ბოლოს დასრულდება.