„კანდიდატებზე წინასწარ საუბარი არ არის მიზანშეწონილი, არასწორი მიდგომა არის,“ - ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, მმართველ პარტიაში კანდიდატთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ.
საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობას არ იღებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე.
„თქვენსავით დაველოდები, როცა იქნება გაჟღერებული კანდიდატი, შესაბამისად, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პარტიის ახალ ხელმძღვანელს და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანდიდატი არჩევნებამდე ორი თვით ადრე დასახელდება.