”ახალი საქართველო” დედაქალაქის მერს, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.
პოლიტიკური პლატფორმა უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამის შესახებ მერიის შიდა აუტის მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს. შედეგებით დასტურდება ყველა ის დარღვევა რომელიც "ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა 1 წლის წინ გამოავლინა.
დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ უფასო სასადილოების სიის ბენეფიციარების 11%, ხოლო დამატებითი სიის ბენეფიციარების 13% საერთოდ არ დადის სასადილოში. ბენეფიციართა 18 % პურის გარდა სხვა ულუფას არ მოიხმარს. დასტურდება ისიც,რომ კომპანიები საკმარისი რაოდენობის საჭმელს არ ამზადებენ. ხოლო ანაზღაურებას სრულად იღებენ.
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნას სამსახურიდან ჩივიაშვილი და სრული შემადგენლობა სოციალური სამსახურის. მოვითხოვთ, პროკურატურისგან, რომ ამ დასკვნას, რომელმაც უკვე დაადასტურა ეს დანაშაულებრივი სქემა სჭირდება თქვენი რეაგირება. მოვითხოვთ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ადამიანები, რომლებიც მილიონობით თანხას ითვისებენ ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილს“-განაცხადა ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს" მოთხოვნას დედაქალაქის მერმა უპასუხა, მისი თქმით, ის აუცილებლად გაეცნობა კვლევის შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
„თუ ვინმეს დანაშაული აქვს იცით ჩვენი მიდგომები და ხალხი ძალიან კარგად ხედავს დედაქალაქის მთავრობის მიდგომებს, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონს შეესაბამება“-განაცხადა კახა კალაძემ.