20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ხელფასის ზედა ზღვარის დაწესება - ენმ-ს ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა 

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ხელფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, მმართველ გუნდშიც იზიარებენ.

შ​ესაბამისი ინიციატივით პარლამენტს რომან გოცირიძე მიმართავს, რომელიც განმარტავს, რომ ეროვნული მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი არ უნდა ქონდეთ.  

მსჯელობა ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში უკვე მეორე მოსმენით გაგრძელდება.

„მარეგულირებელი კომისიის წევრს აქვს თვეში 20 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების სახით. ეს არის დაახლოებით 5-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ღებულობს პრემიერ-მინისტრი. 3-ჯერ მეტი ვიდრე ღებულობს პრეზიდენტი . აბსოლუტურად არაადეკვატური არის შრომის ხარისხი, სიმძიმე და ის შესასრულებელი სამუშაო , რომელსაც ისინი  ეწევიან იმ ანაზღაურებასთან შედარებით რომელსაც ისინი ღებულობენ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები