20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა

ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც რუსეთის ლიდერისთვის რიგით მეოთხე იყო, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა ფიცის დადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა სამუშაო კაბინეტი და კრემლის მეორე კორპუსში ახალი ლიმუზინით გაემგზავრა. ინაუგურაციის ცერემონიას 2 ათასი სტუმარი დაესწრო.

მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და მსახიობი სტივენ სიგალი.

რუსეთის ლიდერმა კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას განაცხადა, რომ ქვეყანას ერთგულ სამსახურს გაუწევს. ინაუგურაციის ცერემონიის დასასრულს მდინარის ნაპირზე ქვემეხებიდან 30-ჯერ გაისროლეს. ვლადიმერ პუტინის პატივსაცემად კრემლთან საპრეზიდენტო პოლკის აღლუმიც გაიმართა. 

დღის ამბები