20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე ახალი ნარკოტიკული ნივთიერებით ახალგაზრდების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ახალი ნარკოტიკული ნივთიერებით ახალგაზრდების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ნინო ბურჯანაძე დროულ გამოძიებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობრივ პასუხიმგებლობის საკითზე საუბრობს.

„როგორ შეიძლება ქვეყანაში ახალგაზრდები ყოველდღე იხოცებოდნენ და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იყოს არცერთი თუნდაც, წინასწარი შედეგი გამოძიების, რომელიც ამ უბედურებას თავიდან აგვაცილებს. ეს ხომ პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება არ არსებობს და ასევე, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ამ კრიმინალს და ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელსაც ახალი ნარკოტიკული ნივთიერება შემოაქვს, აშკარად ვიღაც მფარველობს და ეს ვიღაც არის ხელისუფლების უმაღლეს რგოლებში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, კლუბები, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა დროებით უნდა დაიხუროს.

დღის ამბები