რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.
ახალი პაკეტი, რომელსაც პარლამენტს „ევროპული საქართველო" შესთავაზებს, პირველ რიგში რუსეთის სახელმწიფო ფულის საქართველოში შემოდინებას შეზღუდავს.
ცვლილებები გრანტის, რეკლამის, მაუწყებლობის და შესყიდვების კანონში უნდა შევიდეს. მაგალითად, საკაბელო მაუწყებლებს რუსული არხების ტრანსლირება არ უნდა შეეძლოს, გრანტის გამცემი რუსეთი მთავრობა არ უნდა იყოს და ა.შ. ეს ინიციატივები საბოლოო პაკეტის ჩამოყალიბებამდე დღეს „ევროპულმა საქართველომ“ არასამთავრობო სექტორთან რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა.