საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყრილობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ღონისძიების დეტალები არ კონკრეტდება, პარტიის წევრები ამბობენ, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხი საჯაროდ გამოქვეყნდება.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, შეხვედრაზე კანდიდატთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მმართველი გუნდი კანდიდატს სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს.