20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ევროპარლამენტარები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ

ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ამ წუთებში ევროპარლამენტარები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს ხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს. 

დღის ამბები