20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მესამე სექტორი ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომით იმუქრება

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ. 

მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა საკანონმდებლო ორგანომ პროცესი კანონიერად და სამართლიანად წარმართოს.

„პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საკუთარი პოპულისტური განცხადებებით და ირაციონალური მოლოდინებით შეეწინააღმდეგა რეფორმის პროცესს, რომელიც პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული. ამიტომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო უნდა აგოს ხელისუფლებამ პასუხი და იმ დაწესებულებებმა, სადაც ხელმისაწვდომობა არის ნარკოტიკული ნივთიერებების“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა ლაბარტყავა.

დღის ამბები