20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
„ევროპარლამენტი მუშაობს, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე" - ციხელაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და საქმის გამოძიება იყო მთავარი თემა ქეთევან ციხელაშვილისა და ევროპარლამენტარების შეხვედრაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპელ დეპუტატებთან ერთად იმ რეზოლუციის დეტალები განიხილა, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი უახლოეს თვეებში გეგმავს.

დოკუმენტის მთავარი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას დაეთმობა, სადაც ტატუნაშვილის მკვლელობა და ე.წ. შავი სიის ინიციატივაც ჩაიწერება.

„ევროპარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე, არსებულ სიტუაციაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რეზოლუციის მიღება და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირებულნი. როდესაც მოხდა ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავება, მისი სიცოცხლის ხელყოფა, 26 დღის განმავლობაში მისი ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები