20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ჩვენ თავს არავის ვესხმით - ხარატიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ერთმანეთი არ აკრიტიკონ

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის დამფუძნებელი, ზურაბ ხარატიშვილი მოუწოდებს კოლეგებს, მიუხედევად იმისა, გაერთიანდებიან თუ არა ახალი პლატფორმის გარშემო, თავს ნუ დაესხმებიან ერთმანეთს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, "მთავარია, რომ ყველა, ვისაც სურვილი ექნება, გაერთიანდეს მთავარი იდეის გარშემო - შეიქმნას ძლიერი სახემწიფო".

"ჩვენ თავს არავის ვესხმით,“ - აცხადებს ხარატიშვილი და ამბობს, რომ "უნდა იყოს საუბარი ძლიერ პატრიოტულ მოტივებზე".

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უნდა იყო გამორჩეულ ქვეყნებს შორის და სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს ოპოზიცია.  

დღის ამბები