20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
"თუ ჩვენ დეოკუპაციის თემით დავიწყებთ საუბარს და დავამთავრებთ, მაშინ სხვა თემაზე ვერ გადავალთ" - ლომია მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს

მოსამზადებელი შეხვედრა დასკვნითი შეხვედრის წინ - ასე აფასებს მოსკოვიდან დაბრუნებული გიორგი ლომაია რუსეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოსკოვში ის დუმის უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს შეხვდა, თუმცა მათი ვინაობის დასახელებასა და ვიზიტის დეტალებზე საუბარს თავს არიდებს.

მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ლიდერების და რუსი დეპუტატების შეხვედრა მაისის ბოლოს იგეგმება.

„დაინიშნება შეხვედრა ან მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, მაგრამ ზუსტ თარიღზე შევთანხმდებით მოგვიანებით თუ ჩვენ დეოკუპაციის თემით დავიწყებთ საუბარს და დავამთავრებთ მაშინ ჩვენ სხვა თემაზე ვერ გადავალთ. აღმოვჩნდებით ჟენევის ფორმატში და ვერაფერს მივაღწევთ. არ დაგიმალავთ ოთხოზორიას საკითხზე არ გვისაუბრია, მაგრამ ტატუნაშვილის საკითხი გულისხმობდა პრობლემას. პრობლემატიკაზე ვსაუბრობდით და სათითაოდ არ ჩამოგვითვლია“- აცხადებს ლომია.

დღის ამბები