20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებს მიულოცეს

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

ფაშიზმე გამარჯვება მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც მიულოცა. 

პრემიერი მინისტრებთან ერთად, ვაკის პარკში მივიდა. მათ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ, ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი. 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. ასე რომ, დღეს პატივს მივაგებთ ყველას,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები