მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო. შესაბამისი ბრძანება პრემიერმა უკვე გამოსცა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს სამთავრობო ცვლილებებით არის განპირობებული, რის შედეგადაც ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირები სამინისტროებში გადავიდნენ.
რეორგანიზაციის შედეგად იგეგმება რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის შერწყმა ან განცალკევება. ცვლილებები, ადმინისტრაციის უფრო ეფექტიანად მართვას ისახავს მიზნად.
„ერთი თვის ვადაში მიმდინარეობს შესაბამისი ფუნქციური ანალიზი, იმ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობენ. შესაბამისად, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთი თვის ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბიუჯეტის ნაწილს რაც შეეხება, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც 2018 წლით არის გამოყოფილი მთავრობის ადმინისტრაციისთვის. თუ შესაძლებელი იქნება სხვა ცვლილების განხორციელება, ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი,“ - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ.