20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში ჯერ დასრულებული არ არის" - ფრენსის ფუკუიამა ივანიშვილის კულისებიდან მმართველობაზე საუბრობს

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ ”დოიჩე ველესთან” ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია და კორუფციაც დაძლია, თუმცა დღეს არსებულ ვითარებას არასასიამოვნოს უწოდებს. ფრენსის ფუკუიამა აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა კულისებიდან იმართება.

"სააკაშვილის მთავრობამ ნამდვილად გაატარა წარმატებული რეფორმები, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში.

როგორც იცით, დიდ პრობლემას წარმოადგენდა კორუფცია პოლიციაში. შეუძლებელი იყო საქართველოში, რომლის შემოვლასაც ბევრი დრო არ სჭირდება, რადგან პატარა ქვეყანაა, ისე გემოგზაურა, რომ პოლიციის თანამშრომლისთვის ვინმეს ქრთამი არ მიეცა.

მათ დაძლიეს კორუფცია. ბევრ სფეროში გაატარეს წარმატებული რეფორმები. გაზარდეს ღვინის ექსპორტი, მას შემდეგ რაც რუსეთმა აკრძალა ქართული ღვინის შეტანა.

სამწუხაროდ, დღეს არასასიამოვნო სიტუაციაა შექმნილი. ხელისუფლება ფაქტიურად ეკუთვნის ოლიგარქს, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. ეს ადამიანი ივანიშვილია. ის კულისებიდან მართავს პოლიტიკურ სისტემას სხვადასხვა მანიპულაციის და გაუმჭვირვალე მეთოდების დახმარებით. ამის გამო პასუხისმგებლობასაც ვერ დააკისრებ. ასე რომ დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში ჯერ დასრულებული არ არის და არსებობს უკან დაბრუნების შესაძლებლობა,"-აცხადებს ფრენსის ფუკუიამა.

დღის ამბები