„არ არსებობს განსხვავება კლუბურ და რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა,“- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
მან ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და მიწოდება შემცირდეს.
„ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღოს ეს საშინელება, ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.