20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არსებულ პრეტენზიებს სპეციალური კომისია შეისწავლის

სპორტისა და კულტურის მინისტრი დაპირისპირებულ ძიუდოისტებს სთავაზობს, ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არსებული პრეტენზიები სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს.

მიხეილ გიორგაძე დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან. მან „კურიერთან“ განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთან, დავით ქევხიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.

„მინდა ვთხოვოთ ყველას, რომ შევინარჩუნოთ თავი სამართლებრივ ჩარჩოებში, რომ არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ვიქნებით მიუკერძოებლები,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის გარდა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე ესწრებოდნენ.

დღეს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იმართება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები