20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და მხარდაჭერას მუდმივად იჩენდა პარტიის მიმართ - საპარლამენტო უმრავლესობა ყრილობაზე საუბრობს

ხვალ პარტია ""ქართული ოცნების"" რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს და ასევე პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს. ტექნიკური ნაწილის შემდეგ ყრილობის ტრიბუნა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა, მათ შორის სიტყვით გამოვა პარტიის ახლად არჩეული ძველი ლიდერიც.

„ყრილობა ჩატარდება საქმიან კამერულ ვითარებაში მას მხოლოდ დელეგატები ესწრებიან და როგორც იცით, მთავარი საკითხები რაც განიხილება არის პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცება და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.

ჩვენთვის დიდი უპირატესობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება აქტიურად პარტიის საქმიანობაში. ის, როგორც იცით არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და რა თქმა უნდა, მხარდაჭერას მუდმივად იჩენდა ჩვენი პარტიის მიმართ.

რაც შეეხება რეფორმებს და განახლების პროცესს, რომელიც პარტიაში არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა სწორედ, ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ქართულ ოცნებაში“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატისა და ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე უკვე განიხილა ის საკითხები, რომელზეც ახალ პოლიტსაბჭოს მუშაობა მოუწევს. მისი თქმით, საუბარი შეეხო პარტიაში გასატარებელ რეფორმებს, რომელიც ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაშიც აისახება.

„გუნდს სჭირდება განახლება, პოლიტსაბჭოს ვგულისხმობ,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოში ვინც არ დარჩა იმათ ამოცანები რამენაირად შეუმსუბუქდებათ“-აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები