სამეგრელოს მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი კუკავა შეხვდნენ.
ადგილობრივები რეგიონში არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.
სოფელ ცაცხვის მოსახლეობა ამბობს, რომ მძიმე პრობლემებთან გამკლავება ყოველდღიურად უჭირთ.
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გააცნო, რაც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
“6 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა სოფლის განვითრებისთვის. ჩვენი შეთავაზება ჩვენს მოსახლეობას გახლავთ ის, რომ შეიცვალოს სოციალურების გაცემის სისტემა და აღდგეს უსამართლოდ მოხსნის სოციალურები, წელსვე 50 ლარით მოხდეს პენსიის გაზრდა, სახელმწიფომ გადაგას რეალური ნაბიჯები ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.