„ქართული ოცნება“ პარტიის რიგით მეხუთე ყრილობისთვის ემზადება. პარტიის ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად აირჩევენ. ასევე უნდა აირჩიონ პოლიტსაბჭოს ახალი წევრები.
დედაქალაქის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, რაც თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიაში გატარებული ცვლილებები კი საინტერესო იქნება, როგორც გუნდისთვის, ასევე ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის.
„ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ. მგონია, რომ როგორც ჩვენი პარტიისთვის ეს იქნება დამატებითი სტიმული. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ზოგადად, პარტიის თვალსაზრისით იქნება სიახლე პარტიის მუშაობაში. ვფიქრობ, ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის იქნება ძალიან საინტერესო მოვლენა“- აცხადებს კახა კალაძე.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, ეს საკითხი დღის წესრიგში ყრილობამდე არ დგას.