"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია არჩევნების დასრულების შემდეგ ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდეს.
ქვეყნის მთავარსარდალი პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მოუწოდებს, თავიდანვე დააფიქსირონ იქნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია.
„რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი უ იქნება ის თავისუფალი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ცვლილების საკითხი აქტიურად განიხილება და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ოფისი უნდა იყოს მოკრძალებული.