ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებითა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაანონსებული ცვლილებების გამო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კმაყოფილებას გამოთქვამს.
მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მომდევნო არჩევნებს გაერთიანებული ძალებითა და სიახლეებით შეხვდება, რაც საზოგადოებაში პარტიას ნდობას გაუზრდის.
„გამოვხატავ ჩემს იმედებს და კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ძლიერდება მას ეყოლება ახალი თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იქნება განახლებული პოლიტსაბჭო და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერად გაერთიანებული და სიახლეებით შევხდებით იმისათვის, რომ ის ნდობა, რომელიც არსებობს მმართველი პარტიისადმი საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზარდოს“- განაცხადა თეა წულუკიანმა.