20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
არ მგონია, რომ სასახლის თემა უნდა იყოს ნომერი პირველი - თამარ ჩუგოშვილი

„ეს გიორგი მარგველაშვილისთვის არის მთავარი და ცდილობს ამ განცხადებით, რომ სხვებსაც გადასდოს ამ თემაზე საუბარი. არ მგონია, რომ სასახლის თემა უნდა იყოს ნომერი პირველი,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის შესაძლო ცვლილებაზე გააკეთა.

მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ცვლილების საკითხი აქტიურად განიხილება და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ოფისი უნდა იყოს მოკრძალებული.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის ინტერესშია, რომ რეზიდენციის საკითხი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ თემად გამოიყენოს.

„სად იქნებოდა სამუშაო ადგილი პრეზიდენტის, სასახლეში იჯდებოდა თუ არა, ეს იყო პირადად გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან პრინციპული საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით ცდილობს, რომ ეს თემა აქციოს ქვაკუთხედად საარჩევნო კამპანიის, რაც ჩემი აზრით, არ არის სერიოზული და ვერ იქნება. ბევრად უფრო სხვა საკითხები აინტერესებს საზოგადოებას და ბევრად უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე ის, პრეზიდენტის სამუშაო ოფისი სად იქნება,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები