20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
2015 წლიდან დღემდე აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ერთადერთი გაკეთებული საქმე არის 48 ლოკაციაზე 93 ხის გადატანა - ენმ

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრეს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში აჭარიდან ხეების გადასატანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წელს უკვე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან ერთად განადგურებულია რეგიონის ეკოლოგია.

„2015 წლიდან დღემდე აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ერთადერთი გაკეთებული საქმე არის 48 ლოკაციაზე 93 ხის გადატანა და ყველაფერი ეს ხდება ადამიანების უფლებების დარღვევის, საკუთრების ჩამორთმევის, სხვის საკუთრებაში შეჭრის, სახელმწიფო მიწების ნაკვეთების ჩამორთმევის ხარჯზე,“ - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა.

დღის ამბები