20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა

საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს კი საპასუხო სვლით საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ვაჟი, ლევან ანწუხელიძე დაუპირისპირდა, რომელიც შეჯიბრის ერთერთი მონაწილეა.

„მილიონი სვლა“ chess.com-ის პროექტია და ის ერთგვარი საჭადრაკო ხიდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანებისთვის.

ონლაინ ტურნირი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე დასრულდება. ოლიმპიადა კი 23 სექტემბერს იწყება და მას ბათუმი მასპინძლობს.

დღის ამბები