თბილისში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა. საწარმო საპარტნიორო ფონდისა და ებრაული კომპანია Elbit Systems-ის ერთობლივი პროექტია.
ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარომადგენლები დაესწრნენ.
„ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. საწარმოში შეიქმნა 300 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.