გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამკილომეტრიანი გზის და ხიდების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოხდება.
გზის რეაბილიტაცია სანიაღვრე ქსელის აღდგენას და ახლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ზაჰესის დასახლებიდან სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.