20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ძლიერი სეტყვა სოფელ გავაზში - ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა 

სოფელ გავაზში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას " ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი შეხვდა. ბოტკოველმა სეტყვისგან დაზიანებული ვენახები დაათვალიერა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება დაზარალებულებს სათანადო დახმარებას არ უწევს.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 800 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა.

მოსახლეობის განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაგვიანებით ამოქმედდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები