ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა. რამდენიმე წუთში მმართველი პარტიის მეხუთე ყრილობა დაიწყება.
დღეს "ქართული ოცნება" პარტიის ახალ თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევს ბიძინა ივანიშვილს, ასევე აირჩევს განახლებულ პოლიტსაბჭოსაც.
პარტიის ყრილობა დახურულ ფორმატში წარიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ყრილობა ჟურნალისტების გარეშე ტარდება. ისინი გამოსვლებს თვალს გარეთ მოწყობილ ეკრანზე მიადევნებენ.
მთაწმინდაზე უკვე მივიდნენ მმართველი გუნდის დეპუტატები და მთავრობის წევრები.