„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, კვლევის შედეგები საგანგაშოა და აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა.
ბაქრაძის თქმით, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში თანამდებობის პირები უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ ეს მიუთითებს, ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რასაც ხელისუფლება ვერ ამჩნევს.
„ის რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეები ხალხზე ზრუნვისა და პრობლემების მოგვარების ნაცვლად დაკავებული არიან საკუთარი თანამდებობის საკუთარი მიზნებისთვის, საკუთარი ნათესავებისთვის, ნეპოტიზმის გამოყენებით. ეს არის პრობლემა ქვეყანაში, ამ პრობლემას „ქართული ოცნება“ ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობს ჩვენი მოსახლეობა, ამიტომ კვლევა არის უაღრესად საგანგაშო.
ერთის მხრივ აჩვენებს იმას, თუ რამდენად რთული ვითარებაა და რამდენი პრობლემა არსებობს ქვეყანაში ხალხისთვის და მეორეს მხრივ აჩვენებს, რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხის პრობლემების გააზრებას და მათ მოგვარებას“-აცხადებს დავით ბაქრაძე.