"ქართული ოცნების" წევრები ყრილობაზე დასასწრებად იკრიბებიან.
მთაწმინდაზე კლუბ „ანდერვილში“ უკვე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის მისვლას ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყება „ქართული ოცნების“ ყრილობა.
დღეს მართველი გუნდი პარტიის ახალ თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევს ბიძინა ივანიშვილს, ასევე აირჩევს განახლებულ პოლიტსაბჭოსაც.
პარტიის ყრილობა დახურულ ფორმატში წარიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ყრილობა ჟურნალისტების გარეშე ტარდება.
მედია გამოსვლებს თვალს გარეთ მოწყობილ ეკრანზე მიადევნებენ.
მთაწმინდაზე უკვე მივიდნენ მმართველი გუნდის დეპუტატები და მთავრობის წევრები.