საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას ეხმაურება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური ეროზია მიმდინარეობს.
„იმის მაგივრად, რომ რეალურად და ეფექტურად ებრძოლოს გამსაღებლებსა და ორგანიზებული დანაშაულის ქსელებს, ამის მაგივრად, პოლიცია ხშირ შემთხვევაში დასდევს მომხმარებლებს და როგორც ვხედავთ და ეს ნაწილია ინსტიტუციური ეროზიისა.
სახელმწიფო ახლა განიცდის ეროზიას, მათ შორის ნელ ეროზიას განიცდის პოლიცია, ხდება სულ უფრო მეტი ჩადება, ეს არის რეალობა“- აცხადებს გიორგი კანდელაკი.