„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ერთხმად დაამტკიცეს. პარტიამ პოლიტსაბჭოს წევრებად გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ბიძინა გეგიძე, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე ერთხმად აირჩია.
„პოლიტსაბჭოს განახლებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა პარტიაში რეფორმების ახალი ტალღის განსახორციელებლად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან ოცნების დამფუძნებლები - ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ნოდარ ხადური და ზვიად კვაჭანტირაძე.