20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა" - ივანიშვილი მედიასა და მესამე სექტორზე საუბრობს

პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებს და ყრილობის დელეგატებს მიმართა.

ივანიშვილმა თავის მოხსენებაში ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად ხელოვნურად დამძიმებული ფონი დაასახელა.

მისი განცხადებით, მედია მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აშუქებს და საზოგადოებაში უიმედობას აჩენს. ივანიშვილმა ხელისუფლებასაც უსაყვედურა, რადგან ის „საინფორმაციო იერიშს“ სათანადოდ ვერ დაუპირისპირდა.

"რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის  ატმოსფეროს. ეს „ცარიელი სიმრავლე“ ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ . გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები