20 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
კვირიკაშვილმა ადრეც შემომთავაზა რამდენჯერმე, ახლა ვნახე, რომ დრო იყო - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს

"გუნდში მუშაობას ყურადღებით ვუყურებდი. კვირიკაშვილმა ადრეც შემომთავაზა რამდენჯერმე, ახლა ვნახე, რომ დრო იყო,“- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გიორგი კვირიკაშვილისგან შეთავაზება ადრეც რამდენჯერმე მიიღო და ამჯერად დათანხმდა.

"თუ მიაქცევთ ყურადღებას, პირველი განცხადების შემდგომ, როდესაც გუნდის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ და ჩემი შეხვედრის შემდგომ, უმრავლესობასთან ეს ხმაური დასრულდა. დაპირისპირებას ვერ დავარქმევთ, იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც დღეს ჩემს მოხსენებაშიც მოვიხსენიე. არაფერი სერიოზული არ იყო,“- აღნიშნა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები