„ცხარე დისკუსია, რომელმაც საჯარო სივრცეში გადაინაცვლა, იყო პრობლემა, არასდროს დაგვიმალავს, რასაც ჩვენ შეიძლება ბოლომდე კიდევ არ ვამბობდით ამაზე, ბატონმა ბიძინამ კიდევ უფრო ღიად ისაუბრა,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან მმართველი პარტიის ყრილობაზე ახალი ხელმძღვანელის გამოსვლა ადეკვატურ გამოსვლად შეაფასა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ვანიშვილის ხელმძღვანელობით და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობით ახალი პოლიტიკური რეალობა იქნება, რაც მმართველ პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ძალიან ადეკვატური გამოსვლა და სიტყვა დღევანდელ გამოწვევებთან მიმართებაში, ისაუბრა სიღარიბეზე, ისაუბრა იმ დაპირისპირებაზე, რომელიც უმრავლესობის შიგნით იყო, მამ ზედმეტი საუბარი გარეშე მიანიშნა იმ პრობლემებზე, რაც ცხარე დისკუსიის გაღრმავებამ შეიძლება გამოიწვიოს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანდიდატურა ზაფხულში დასახელდება.