20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო - მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნება შიშით არის განპირობებული.

„ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და „რუსთავი 2“-ის გამო, რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად, ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით. ასე, რომ ივანიშვილს სწორად ეშინია, მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში, ნამდვილად არ დავტოვებ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები